ყურადღება



ქალაქ თბილისის #117  საჯარო სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას პირველ კლასში 2012-2013 სასწავლო წლისათვის.პირველ კლასში მოსწავლეთა ჩარიცხვა მოხდება მოსწავლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე მართვის ავტომატიზირებული საშუალებით რეგისტრაციის შემდეგ. 


რეგისტრაციის ვადა განსაზღვრულია: 

ა) მოსწავლეებისათვის, რომელთა მშობლების კანონიერი წარმომადგენლები მუშაობენ/ასწავლიან ან რომელთა დედმამიშვილ(ებ)ი სწავლობენ იმ სკოლაში, რომელშიც მოსწავლეს სურს ჩარიცხვა, 2012 წლის 02 აპრილიდან 2012 წლის 15 აპრილამდე.

ბ) სხვა დანარჩენი მოსწავლეებისათვის 2012 წლის 17 აპრილიდან 2012 წლის 15 ივნისამდე.

აუცილებელი დოკუმენტაცია
მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად


1. ორი ფოტო სურათი 3/4-ზე დისკით;
2. დაბადების მოწმობა და 2 ცალი ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
3. საჯარო რეესტრის მიერ დამოწმებული პირადი ნომერი;
4. მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
5. თუ ობოლია, მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
6. სამედიცინო ცნობა, ფორმა 26 ან 100;
7. თუ დევნილია, დევნილის მოწმობის ასლი;
8. თუ სოციალურად დაუცველა, სოციალურად დაუცველის მოწმობა;
9. მონაცემები მოსწავლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შესახებ;
10. განცხდება.


საბუთების მიღება იწარმოებს:


 2012 წლის 02 აპრილიდნ 15 ივნისამდე 1300 საათიდან 1700 საათამდე, შაბათ-კვირის და უქმე დღეების გარდა.


2012-2013 სასწავლო წლისათვის პირველ კლასში მისაღები კონტიგენტი შეადგენს 180 მოსწავლეს.